შესვლა

მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში

21 თებერვალი, 2014

პროექტის სახელწოდება: მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლიდან 2015 წლამდე

დონორი: “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი”

პროექტის მიზანი და ამოცანები:

წამალდამოკიდებულ ადამიანთა გამოკითხვა და პოლიციის მიერ ჩადენილი დარღვევების გამოვლენა.

პროექტის აქტივობები:

საკითხის შესასწავლად ჩატარადა ინტერვიუელბი, რომლის შდეგად გამოვლინდა, რომ წამალდამოკიდებულ პირთა დაკავება ძირითადად ხდება გონივრული ეჭვის საფუძველზე (როგორც დამკავებელი პირები უცხადებენ) ვიზუალური დათვალიერებით. ძირითადად დაკავება ხდება ფეხით გადაადგილებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლი შემოწმების მიზნით აჩერებს პირს, თუმცა შემდეგ ნარკოლოგიურში გადაყვანისას არ ადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მას შემდეგ რაც დადგინდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მას შემდეგ იწყებენ დაკავების ოქმის შევსებას, დროს უთითებენ თვითნებურად და არა რეალურად ფაქტობრივი დაკავების დროს.

ხშირია სასამართლოს ნებართვის გარეშე პოლიციელების საცხოვრებელ სახლებში შეჭრა, რასაც თან ახლავს სხვადასხვა სამართალდარღვევები: დაკავებისას არ ხდება უფლებების განმარტება, ხდება მობილურ ტელეფონების ჩამორთმევა, ოჯახის წევრთან ან ადვოკატთან დაკავშირების საშუალების უგულებელყოფა, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ ადგენენ ოქმებს, რომ დაკავებულს პოლიციის მიმართ არანაირი პრეტენზია გააჩნია, რასაც ხელმოწერით ადასტურებინებენ.

პოლიციელები ზეწოლის მეშვეობით აიძულებენ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას, სანაცვლოდ კი სთავაზობენ საპროცესო შეთანხმების, შეღავათებს, (უმდაბლეს ზღვარზე ნაკლებ სასჯელს, ჯარიმის დაკისრების გარეშე საპროცესოს) აიძულებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას, უარის მიღების შემთხვევაში კი ბრალდების მხარე ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას.

საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულისათვის (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს უკანონო შეძენას, შენახვას, გასაღებას) გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას.

დოკუმენტირების შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაკავებიდან საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, ამხელს პოლიციის თანამშრომლებს უკანონო ქმედებებში (ნარკოტიკის ჩადება, ფიზიკური შეურაცხყოფა) სასამართლოს დასრულებისას თანხმდებოდა საპროცესო შეთანხმებაზე (პირობით მსჯავრზე ან რეალურ სასჯელზე ).

დაკავებულ პირებს მათი უფლებების დარღვევის შესახებ განცხადებები დასაჩივრები შეტანილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, პროკურატურაში. თუმცა მიღებული პასუხები ასეთია, რომ პოლიციელების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და ნარკოტიკული საშუალების "ჩადება" არ დასტურდება.

დოკუმენტირების შედეგად დადგინდა, რომ წამალდამოკიდებული პირების დაკავების დროს ირღვევა შემდეგი უფლებები: პიროვნების თავისუფლება, სიცოცხლის უფლება, კანონის წინაშე თანასწორობა.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!