შესვლა

13-14 ივნისს თბილისში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგი

15 ოქტომბერი, 2015

პროექტის სახელწოდება: 13-14 ივნისს თბილისში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგი

პროექტის ხანგრძლივობა: 2015 წლის 15 ოქტომბერიდან 2016 წლის 15 ივლისის ჩათვილთ

დონორი: ევროპის ფონდი

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტი მიზნად ისახავდა სტიქიით დაზარალებულთა და ინფრასტრუქტურის აღდენით სამუშაოებზე მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის მიზნობრიობაზე ეფექტური მონიტორინგის განხორციელებას.

პროექტის აქტივობები:

პროექტის მსვლეობისას შედგა დაზარალებულებთან შეხვედრები და შემუშავდა კითხვარები, რათა ბენეფიციართა მეტი ჩარტულობა ყოფილიყო მონიტორინგის პროცესში.

განხორციელდა აქტიური საქმიანობა ქალაქ თბილისის მერიას, საკრებულოს, შესაბამის გამგეობებს, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს მთავრობას, უწყებათშორის კომისას, დონორ ორგანიზაციებსა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან.

პროექტის ბოლოს მომზადდა მონიტორინგის ანგარიში „2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგის ანგარიში“.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!