შესვლა

ქალი მსჯავრდებულებისთვის და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება

29 ნოემბერი, 2017

პროექტის სრული სახელწოდება: ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება

პროექტის ხანგრძლივობა: 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვით

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი

პროექტის საერთო მიზანი: ქალი მსჯავრდებულების გაძლიერება, რომლებიც არიან ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლი და ასევე მათი დაუცველი შვილების თანადგომა, მხარდაჭერის სერვისებზე გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის საშუალებით

კონკრეტული ამოცანები:

შესაბამისი სარეაბილიტაციო და რეინტეგრაციის მხარდამჭერი სერვისების მიწოდება ქალი მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც იყვნენ ძალადობის, სტიგმის და დისკრიმინაციის მსხვერპლი;

მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იმ მოწყვლადი ბავშვებისთვის, რომლებზეც გავლენა იქონია დედების პატიმრობამ ან მსჯავრდებამ;

სახელმწიფო და არასახელმწიფო სერვისების მიმწოდებლების შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესება, რათა უკეთ მიეწოდოთ სერვისები დაუცველ ქალებს და მათ შვილებს.

პროექტის ფარგლებში ფსიქო-სოციალური, სამედიცინო, იურიდიული და საგანმანათლებლო სერვისები სულ მიეწოდებათ 300 ბენეფიციარ ქალს (პატიმარი, ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი).

სამართლებრივი კონსულტაციების/დახმრების ბენეფიციართა რაოდენობა- 300, მათ შორის ასევე ბენეფიციარების არასრულწლოვანი, მოწყვლადი შვილები.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!