გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში

პროექტის დასახელება: გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში
პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2020 წ - 31 აგვისტო, 2021 წ.
დაფინანსება: GEL 249615
პროექტის მხარდამჭერი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
პროექტის პარტნიორები: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, თბილისის ღია უნივერსიტეტი
პროექტის მიზანი: საქართველოში გამოხატვის თავისუფლების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებლობის დახვეწის, დარგის სპეციალისტების გაძლიერებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გზით.
პროექტის ამოცანები
პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ გამოიყენებს თავის პროფესიულ ექსპერტიზას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების სფეროში, რათა გადაჭრას გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებული ფუნდამენტური პრობლემები.
პროექტის მიზნის მისაღწევად, დაგეგმილია შემდეგი ამოცანების შესრულება:
- გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად
- ჟურნალისტების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების და საზოგადოებრივი ჯგუფების ლიდერების პროფესიონალიზმის ამაღლება
- მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და გაძლიერება გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით
ჩამოტვირთეთ ბროშურა პროექტის შესახებ
გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტებზე უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით:
577 628802, 555 216621; office@rights.ge