შესვლა

შეხვედრა კახეთში მომუშავე ადვოკატებსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

19 აგვისტო, 2021

19 აგვისტოს, ახაშენში, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების საკითხებზე, სამუშაო შეხვედრა გამართეს კახეთის რეგიონში მომუშავე ადვოკატებსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარემ, კარლო ნიკოლეიშვილმა, და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა, ისაუბრეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე. 

მათ ასევე შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებები.

გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე საკანონმდებლო წინადადებები მომზადდა პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

რაც შეეხება შეკრების თავისუფლების საკითხებზე შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებებს, ისინი მომზადდა პროექტის - „მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!