შესვლა

„უფლებები საქართველოს“ განცხადება გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის, საქმეზე

30 ივლისი, 2021

„უფლებები საქართველო“ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას აზერბაიჯანის მოქალაქე ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ბაკიხანოვის მიერ  საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. 

კერძოდ, ბაკიხანოვმა „უფლებები საქართველოს“ პირველად მომართა 2021 წლის 14 ივნისს საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნის წესის და პროცედურების შესახებ სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით. 

კონსულტაციის მიღების შემდეგ, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით. 

საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არის კონფიდენციალური, ამიტომ „უფლებები საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას მედიასთან ისაუბროს ამ გარემოებების შესახებ. 

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავადასტუროთ, რომ ბაკიხანოვს, როგორც თავშესაფრის მაძიებელს, 2021 წლის 15 ივლისს, გარდაცვალების მომდევნო დღეს, უნდა აეღო თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მას მიენიჭა ან მიენიჭებოდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი.  

2021 წლის 6 ივლისს ჰუსეინ ბაკიხანოვი დაუკავშირდა „უფლებები საქართველოს“ სხვა ქვეყანაში გადასვლაში დახმარების მიზნით. ორგანიზაციის მიერ გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. 

2021 წლის 14 ივლისს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაკიხანოვი კვლავ დაუკავშირდა „უფლებები საქართველოს“ და შეატყობინა, რომ იგი რამდენიმე დღის წინ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც იგი დაიკითხა პოლიციაში. 

აღნიშნული ძალადობის შესახებ დეტალები ბაკიხანოვმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში, ამ მიმართულებით „უფლებები საქართველოსთვის“ მას დახმარება არ უთხოვია. 

ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ „უფლებები საქართველოსათვის“ იმავე დღეს გახდა ცნობილი. „უფლებები საქართველოს“ ეცნობა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამართლებროვი დახმარების მიღების მიზნით, ბაკიხანოვის სახელით „უფლებები საქართველოსთვის“ არავის მოუმართავს, თუმცა ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებში წარმოადგინოს ბაკიხანოვის ინტერესები. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!