შესვლა

MigApp: მრავალენოვანი ონლაინ პლატფორმა IOM-ისგან

13 ივლისი, 2021

2021 წლის 29 ივნისს IOM-მა მრავალენოვანი ონლაინ პლატფორმის - MigApp-ის ახალი ვერსია - გამოუშვა.

MigApp მიგრანტებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნების შესახებ, რომელში გამგზავრებას ან ცხოვრებასაც გეგმავენ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, EMERGE პროექტის ფარგლებში, IOM-მა აპლიკაცია საქართველოსა და სომხეთში გამგზავრების მსურველი მიგრანტების საჭიროებებს მოარგო.

აპლიკაციის დახმარებით, მიგრანტებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია მიგრაციის სერვისებზე, სამედიცინო მომსახურებასა და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე. ასევე, მიგრანტებს აქვთ წვდომა საგანგებო და აუცილებელ საკონტაქტო ინფორმაციასა და ლოკაციებზე დანიშნულების ქვეყნებში. აპლიკაციის საშუალებით მიგრანტები ასევე იღებენ ინფორმაციას გლობალური ინციდენტების შესახებ. 

აპლიკაცია იძლევა მიგრანტსა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს შორის საჭიროების შემთხვევაში თარგმანის შესაძლებლობას მასში ჩაშენებული Dr. Translate-ის საშუალებით. მონიშნე დანიშნულების ქვეყანა საქართველოსა ან სომხეთის ჩათვლით, როგორც შენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და იყავი უსაფრთხოდ სახლიდან შორს.

გადმოწერეთ აპლიკაცია Google Play-სა ან AppStore-ის საშუალებით.

ნახეთ ვიდეო აპლიკაციის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ.

„უფლებები საქართველო“, IOM-ის EMERGE პროექტის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრებ მიგრანტებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!