შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა

„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, 10 ივლისს, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა ონლაინ ტრენინგი, თემაზე - „უფლებადამცველობითი საქმიანობა და შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლება“. ტრენინგს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე უფლებადამცველები, აქტივისტები და თემის ლიდერები დაესწრნენ.
ტრენინგის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ პროექტების კოორდინატორებმა, ანი მუხიგულაშვილმა და კარლო ნიკოლეიშვილმა ისაუბრეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებთან, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებთან, კონტრაქციის ჩატარების შესაძლებლობასა და გამოცდილებასთან დაკავშირებით.
ონლაინ ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „რისკის ქვეშ მყოფი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების მხარდაჭერა“ - ფარგლებში, რომელიც Protection Internaional-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.