შესვლა

შეკრება-მანიფესტაციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკის შესახებ ონლაინ დისკუსია გაიმართა

23 ივნისი, 2021

„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, 23 ივნისს, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა დისკუსიაზე, თემაზე - შეკრება-მანიფესტაციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა და დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობა.

დიკუსიის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, გიორგი მახარაძემ, ვრცლად ისაუბრა პოლიციელთა მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების უფლების ბოროტად გამოყენების, დაკავებული პირის ადგისამყოფელის დადგენასთან დაკავშირებული სირთულეების, დაკავებულ პირის საპროცესო უფლებების, ადმინისრტრაციულ სამართალდარღვევათა გამოძიების, მტკიცებულებათა მოგროვებისა და სასამართლოში გამოკვლევის, მოწმეთა დაკითხვის, მხარეთათვის თანაბარი შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის და სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის პრობლემის შესახებ.

აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, გიორგი მახარაძემ დიკუსიის მონაწილეებს გაუზიარა თავისი რჩევები და პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ადვოკატმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად.

ონლაინ დისკუსია გაიმართა პროექტის - „მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ადამიანის უფლებათა სახლების ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!