უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაცვის მექანიზმების შესახებ ონლაინ ტრენინგი გაიმართა

„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, 26 ივნისს, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა ონლაინ ტრენინგი, თემაზე - „უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები“. ტრენინგს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე უფლებადამცველები, აქტივისტები და თემის ლიდერები დაესწრნენ.
ტრენინგის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ პროექტების კოორდინატორებმა, ანი მუხიგულაშვილმა და კარლო ნიკოლეიშვილმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახალხო დაცველის მანდატზე, ასევე გაეროს და ევროსაბჭოს შესაბამის კომიტეტებზე, რომლებიც ქალთა, ბავშვთა, მიგრანტთა, შშმ პირთა, აგრეთვე წამების, ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე მუშაობს. საუბარი ასევე შეეხო ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებისა და სისხლის სამართლის დანაშაულში ბრლადებულთა საპროცესო უფლებებს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართის წესებს.
ონლაინ ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „რისკის ქვეშ მყოფი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების მხარდაჭერა“ - ფარგლებში, რომელიც Protection Internaional-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.