შესვლა

„უფლებები საქართველომ“ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო

28 მაისი, 2021

28 მაისს, „უფლებები საქართველომ“ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებები  უკავშირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაინტერესებული პირის ცნების გადახედვას, ასევე ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლის დანაშაულებრივი შემადგენლობის გაფართოებასა და ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის დაცვის დამატებით გარანტიებს. 

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შემუშავდა „უფლებები საქართველოს“ მიერ გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების შესახებ მომზადებული კვლევის საფუძველზე. 

კვლევა და მის მის საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მომზადდა ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ 2020 წლის სექტემბრიდან ახორცილებს. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!