შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების საკითხებზე ონლაინ დიკუსია გაიმართა

27 მაისს, „უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საჯარო დისკუსიაზე - „შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება: გამოწვევები და პერსპექტივები“.
დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლების კუთხით არსებულ საკანონმდებლო და პრაქტიკულ გამოწვევებზე და მიმოიხილეს რელევანტური საერთაშორისო სტანდარტები და გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო გზის სრულად ან ნაწილობრივ დაკავების და ქვეითთა სავალ ნაწილზე კონსტრუქციების (კარვების) განლაგების საკითხებს და ამ პროცესში მანიფესტანტთა უფლება-მოვალეობებსა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებს.
შეხვედრას უძღვებოდნენ „უფლებები საქართველოს“ პროექტების კოორდინატორი, მარიამ მხატვარი, და მკვლევარი, გური ბალიაშვილი.
დისკუსია გაიმართა პროექტის - „მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ადამიანის უფლებათა სახლების ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.