შესვლა

ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საკითხზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა

9 ივნისი, 2021

„უფლებები საქართველოს“ და თბილისის ღია უნივერსიტეტით ორგანიზებით, დღეს, პლატფორმა  Zoom-ის მეშვეობით, ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საკითხზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ღია უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ.

ტრენინგს მედიამკვლევარი, ნინო ნარიმანიშვილი, უძღვებოდა. მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ინფორმაციის მოხმარება საქართველოში, დეზინფორმაციის სახეები, სათაურების მნიშვნელობა, ფარული ვებგვერდები და მათი დღის წესრიგი, ფოტომანიპულაციები და სხვა.  თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს. 

ონლაინ ტრენინგი გაიმართა პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!