შესვლა

სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის თავშესაფრის და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

18 ივნისი, 2021

17-18 ივნისს, ბორჯომში, ჩატარდა ორდღიანი გასვლითი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, ჰუმანიტარულის სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში და ამ საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო; თავშესაფრის საქმეთა განხილვის თავისებურებები სასამართლოში; წარმოშობის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა; თავშესაფრის მაძიებლებისა და სტატუსის მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომი სოციალური და სამედიცინო პროგრამები. გარდა ამისა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის მანდატი. 

ტრენინგი ჩატარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - ,,ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან ახორციელებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!