„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და დამუშავების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა

„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, დღეს, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, თბილისსა და რეგიონებში მომუშავე უფლებდამცველების, აქტივისტებისა და თემის ლიდერებისათვის, გაიმართა ონლაინ ტრენინგი, თემაზე - „საჯარო ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, როგორც საჯარო უწყებებზე ზედამხედველობის მექანიზმი“.
ტრენინგის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ პროექტების კოორდინატორებმა, ანი მუხიგულაშვილმა და კარლო ნიკოლეიშვილმა ისაუბრეს საჯარო ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების სფეროში მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხის მნიშვნელობასა და ინფორმაციის საჯაროობასთან მის მიმართებაზე.
ონლაინ ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „რისკის ქვეშ მყოფი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების მხარდაჭერა“ - ფარგლებში, რომელიც Protection Internaional-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.