შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის მოქალაქე საქართველოდან გაძევებას გადაურჩა

11 ივნისი, 2021

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის 2021 წლის 10 ივნისის  ბრძანების შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. ბ.-ს საქართველოდან გაძევება აღარ ემუქრება.

ირანის მოქალაქე ა. ბ. საქართველოში ჩამოვიდა 2017 წელს და მოითხოვა თავშესაფარი, რადგან წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი  დაექვემდებარებოდა რელიგიური ნიშნით დევნას და არაადამიანურ მოპყრობას. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ა.ბ-ს  უარი ეთქვა თავშესაფრის მინიჭებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის აკმაყოფილებდა  ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ და, შემდგომში, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა ა.ბ. სასარჩელო მოთხოვნა, რის შემდეგაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2020 წლის 28 ივლისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ა.ბ-ის საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაძევების მიზნით.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება ა.ბ -ის საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაძევების თაობაზე „უფლებები საქართველოს“ იურისტის, ნინო ხეცაძის მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ პოზიცია, დააკმაყოფილა საჩივარი და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება ა.ბ.-ს საქართველოდან გაძევების თაობაზე. შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. ბ. საქართველოდან გაძევება აღარ ემუქრება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. ბ.-ს დახმარება გაეწია პროექტის ,,ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ,,უფლებები საქართველო“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით 2019 წლის იანვრიდან ახორციელებს. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!