შესვლა

„უფლებები საქართველომ“ ახალი საბაკალავრო კურსი - „ადამიანის უფლებათა და კრიზისის ჟურნალისტიკა“ დანერგა

18 მაისი, 2021

„უფლებები საქართველოს“ და „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტებისა და მედიასკოლების აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ახალი საბაკალავრო კურსის „ადამიანის უფლებათა და კრიზისის ჟურნალისტიკა“ პრეზენტაცია.

პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, ჩატარდა და მას ექვსი უმაღლესი სასწავლებლის 13 ლექტორი დაესწრო.

კურსი ინოვაციური და ექსპერიმენტულია და გულისხმობს ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის სწავლების დანერგვას ქართულ აკადემიურ სივრცეში. კურსის განხორციელება უკვე დაიწყო „თბილისის ღია უნივერსიტეტში“. მას უძღვებიან „ღია უნივერსიტეტის“ პროფესორები: კომუნიკაციის ექსპერტი, ლადო მკერვალიშვილი, და ადამიანის უფლებათა ექსპერტი, ნანა მჭედლიძე. 

სასწავლო კურსი მომზადდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში. სასწავლო კურსის გარდა, „უფლებები საქართველომ“ შეიმუშავა „ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკის“ სატრენინგო მოდული და  დამხმარე სახელმძღვანელოც. 

შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთი უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამებში „ადამიანის უფლებებისა და კრიზისის ჟურნალისტიკის“ კურსის იტეგრირების ინტერესი გამოხატეს. „უფლებები საქართველოს“ და „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კონსულტაცია გაუწიონ დაინტერესებულ პირებს და ხელი შეუწყონ სხვადასხვა უნივერსიტეტში. ახალი საბაკალავრო კურსის დანერგვას. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!