„უფლებები საქართველომ“ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

3 აპრილს, „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის (ELSA Batumi) წევრებთან გამართა ონლაინ შეხვედრა, რომელზეც მომავალ იურისტთა და უფლებადამცველთა პროფესიული უნარების გაძლიერების საკითხები განიხილა.
ლადო მკერვალიშვილმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ადვოკატის კლიენტთან კომუნიკაცია, ემპათიისა და ასერტიული კომუნიკაციის მნიშვნელობა ადვოკატისთვის, სწორი ვერბალური კომუნიკაციის ტექნიკები, მხარეებთან კომუნიკაციის თავისებურებები და სხვა.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდა პროექტის „რისკის ქვეშ მყოფი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ Protection International-ის მხარდაჭერით ახორციელებს.