შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ფარმაცევტული კომპანიიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი 10 600 ლარის ოდენობის ფულად კომპენსაცია მიიღებს

19 თებერვალი, 2021

„უფლებები საქართველო“ სასამართლოში იცავდა ნათია როსტიაშვილის ინტერესებს, რომელიც სამი წლის წინ  შპს ,,ავერსი-რაციონალიდან“  უკანონოდ გაათავისუფლეს. 

კომპანიამ ნათია როსტიაშვილი უხეში გადაცდომის საფუძვლით (საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ) გაათავისუფლა, თუმცა გათავისუფლებული თანამშრომელი კომპანიის ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევდა.

ნათია როსტიაშვილმა სამართლებრივი დახმარებისთვის „უფლებები საქართველოს“ მიმართა. „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, რუსუდან მჭედლიშვილმა, შეისწავლა საქმის გარემოებები და შპს ,,ავერსი-რაციონალის“  წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. შედეგად, თბილსის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და, 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაადგინა, რომ ნათია როსტიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ.

სამწუხაროდ, სამართლებრივი დავა ამით არ დასრულდა. შპს ,,ავერსი-რაციონალმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრა. 
საბოლოოდ, სამწლიანი სასამართლო დავა, 2021 წლის 18 თებერვალს, ნათია როსტიაშვილისათვის ხელსაყრელი პირობებით, შპს „ავერსი-რაციონალთან“ მორიგებით დასრულდა. 

მორიგების აქტის თანახმად, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ ბათილად გამოაცხადა ნათია როსტიაშვილის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება. 

რაც შეეხება კომპენსაციას, მხარეების შეთანხმების საფუძველზე, შპს „ავერსი- რაციონალი“ ნათია როსტიაშვილს კომპენსაციის სახით 10 600 ლარს გადაუხდის. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!