შესვლა

„უფლებები საქართველო“ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს დაიცავს

10 თებერვალი, 2021

„უფლებები საქართველო“ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს სამართალდამცველების მიერ დაკავებისა და მის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის საქმეზე დაიცავს. 

შოთა თუთბერიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 8 თებერვალს დააკავეს მისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, როდესაც იგი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების საფუძვლებისა და ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობდა. 

თუთბერიძის განმარტებით, პოლიციელებმა მას მობილური ტელეფონი ხელიდან გააგდებინეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის მანქანაში მოათავსეს. რამდენიმე საათის შემდეგ ის გაათავისუფლეს, თუმცა, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. 

უკვე ცნობილია, რომ სასამართლო თუთბერიძის საქმეს 12 თებერვალს განიხილავს.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიმართ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება (სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლი). 

ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ადვოკატის უკანონო დაკავებაში მონაწილე ყველა პოლიციელმა კანონის  შესაბამისად დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა, ხოლო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დროულად და დამაჯერებლად გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და საქმე სასამართლოში წარმართოს.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!