დისკუსია საქართველო-რუსეთის მეორე სახელმწიფოთაშორისო საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ

2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის მეორე სახელმწიფოთაშორისო საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
2021 წლის 22 იანვარს, „უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, ონლაინ დისკუსია გაიმართა, რომელზეც საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, ღია უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და თსუ-ს ლექტორმა, ნანა მჭედლიძემ, დეტალურად მიმოიხილა ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
იხილეთ დისკუსიის ვიდეოჩანაწერი
ნანა მჭედლიძემ განმარტა: რატომ არის ეს გადაწყვეტილება ისტორიული; რას ცვლის გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანებისთვის და სახელმწიფოსთვის; რა მოიგო საქართველომ იმ ნაწილში, რომელშიც საქმე წააგო; რა ადგილს დაიკავებს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართალში.
დისკუსიას მკვლევრები, პრაქტიკოსი იურისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.