შესვლა

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა

21 იანვარი, 2021

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ  2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის მეორე სახელმწიფოთაშორისო საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. 

ნანა მჭედლიძის, „უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტის განცხადებით: „სასამართლომ მიუთითა, რომ რუსეთის ფედერაციამ სამოქალაქო მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ გამოიყენა განურჩეველი და არაპროპორციული ძალა. რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა რუსეთის ჯარის და მის დაქვემდებარებაში არსებული სეპარატისტული ძალების მეშვეობით. შედეგად, ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლების უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 მუხლი (უფლება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე), კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 მუხლი (განათლების უფლება), ონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება)“.  

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ (ამჟამად „უფლებები საქართველო“) რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოგროვებაში ომის დასრულებისთანავე - 2008 წლის 13 აგვისტოდან ჩაერთო. ორგანიზაციის იურისტების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთი დაზარალებული გამოიკითხა და შეგროვდა მტკიცებულებები, რომლებიც მიეწოდა სახელმწიფოს რუსეთის წინააღმეგ წარსადგენ საქმეზე გამოსაყენებლად.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!