შესვლა

იურიდიული ფაკულტეტების პროფესორებისა და სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25 დეკემბერი, 2020

„უფლებები საქართველომ“ დღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სკოლებისა და იურიდიული კლინიკების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამარათა. ონლაინ შეხვედრას 30-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა, და პროექტის კოორდინატორმა, ანა გუდაძემ, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სტუდენტთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები, რომლებსაც „უფლებები საქართველო“ 2021 წლიდან, უნივერსიტეტებთან და იურიდიულ კლინიკებთან თანამშრომლობით, განახორციელებს. 

კერძოდ, „უფლებები საქართველო“ გეგმავს, შეარჩიოს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც ჩაერთვებიან საქართველოში მყოფი უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევასა და დახმარებაში. 

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდება „უფლებები საქართველოს“ პროექტის - ,,თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!