შესვლა

„უფლებები საქართველოს” წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას დაესწრო

18 ნოემბერი, 2020

"უფლებები საქართველოს" პროექტის კოორდინატორი კახა წიქარიშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებთან ერთად შეხვდა. შეხვედრის შემდეგ  კახა წიქარიშვილმა შეხვედრაზე განხილულ მთავარ საკითხებზე მედისთვის განცხადება გააკეთა.

"ჩვენი მთვარი ფოკუსი იყო სასამართლოში არსებული პრობლემა, რასაც კლანური მმართველობა, არაფორმალური მმართველობა ჰქვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შევძლებდით ამ პრობლემის მოგვარებას, ვინაიდან მოსამართლეები დანიშნულნი იყვნენ 10 წლის ვადით, მათ გასდიოდათ უფლებამოსილების ვადები, და შეიძლებოდა ამ სისტემის შეცვლა, თუმცა ქართულმა ოცნებამ ეს სისტემა დააკანონა 40-წლიანი პერსპექტივით.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სასამართლო სისტემა იმართება შიდა გავლენებით, ეს გავლენები შეიძლება იყოს პოლიტიკური ხასიათის, ნეპოტიზმი, კორუფცია და ა.შ. ამის დასტურად ჩვენ მოვიყვანეთ ის საქმეები, რომლებზეც სასამართლომ მიიღო გარკვეული პოლიტიკური და კორუფციული გადაწყვეტილება. მაგალითად, ე.წ. ფილიპ მორისის საქმე, ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რომლებზეც სასამართლო ხელისუფლებამ ვერ დაიკავა ნეიტრალური პოზიცია და ვერ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. 

ჩემი მთავარი მოთხვონა იყო, რომ აუცილებელია, მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს კარგი სასამართლო სისტემა და ეს სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმას. ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საკითხი. 

აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო მდივნის პოზიციაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ საკითხებზე, ეს საკითხები მუდმივად უნდა წამოვწიოთ, უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე მოსახლეობასთან, და უნდა მოვამზადოთ ეს წინაპირბები, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი სასამართლო სისტემა", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!