შესვლა

„უფლებები საქართველოს“ მნიშვნელოვანი განცხადება

4 July, 2026

უფასო იურიდიულ დახმარებაზე არსებული მაღალი მოთხოვნის და თბილი ამინდების გამო (ზამთარში არ გვქონდა ოფისის გათბობის ფული:)),  „უფლებები საქართველო“ ზრდის საკონსულტაციო დღეების რაოდენობას.

ორგანიზაციის იურისტები უფასო სამართლებრივ კონსულტაციებს გასცემენ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და ორგანიზაციის რესურსების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში (უმეტესად, ძალადობის საქმეებზე), ორგანიზაციის იურისტები უზრუნველყოფენ უფასო სამართლებრივი დახმარებასა და წარმომადგენლობას.

მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის 1-ლი იანვრიდან „უფლებები საქართველო“ აღარ ახორციელებს პროექტს „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“, რომელსაც ორგანიზაცია 2019 წლიდან UNHCR-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა, კვლავ გრძელდება უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა:

-  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის — გაძევების პროცედურებთან, სამართლებრივი დაცვის საშუალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით;
-  უცხოელი დასაქმებულებისთვის — შრომით უფლებებსა და შესაბამის სამართლებრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

კონსულტაციის მისაღებად მოგვმართეთ:

- ცხელი ხაზი: 577 541 655, ყოველდღე, 11:00–18:00, განსაკუთრებულ შემთხვევებში 24/7
- მოგვწერეთ ორგანიზაციის Facebook-გვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაზე
- მოქალაქეთა მიღება: სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი, 11:00–16:00
- მისამართი: თბილისი, საბურთალო, ა. გახოკიძის ქ. №11ა

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი უფლებების დაცვას!

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!