შესვლა

ახალგაზრდებმა „უფლებები საქართველოს“ „ადამიანის უფლებათა აკადემია“ წარმატებით დაასრულეს

2 მაისი, 2025

2025 წლის 28-30 აპრილს, თბილისში გამართული დასკვნითი სამუშაო შეხვედრით, ახალგაზრდებმა ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოს, გარდაბნისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან წარმატებით დაასრულეს „ადამიანის უფლებათა აკადემიის“ სასწავლო პროგრამა, რომელიც „უფლებები საქართველომ“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა.

„ადამიანის უფლებათა აკადემია” არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა. ონლაინ ლექციების ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა ახალგაზრდებს გააცნეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა:  ადამიანის უფლებების საბაზისო პრინციპები,  დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, კანონის უზენაესობა, ადვოკატირება და აქტიური მოქალაქეობა. 

თბილისში გამართული სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, „ადამიანის უფლებათა აკადემიის“ მონაწილე ახალგაზრდებმა შეიმუშავეს ერთობლივი ინიციატივები თავიანთი თემების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ახალგაზრდები ეწვივნენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს და გაეცნენ სახლის წევრი ორგანიზაციების საქმიანობას; შეხვდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს და მოისმინეს  ლექცია საქართველოში ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გაეცნენ მედიაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საკითხების გაშუქების თავისებურებებს; მონაწილეობა მიიღეს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ისტორიულ ტურში და მოინახულეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და საბჭოთა რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებული ადგილები. 

აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა აკადემიის“ მონაწილეებს უმასპინძლა პროექტის მხარდამჭერმა - საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ. ელჩი, ქალბატონი მელინე არაკელიანი, პირადად შეხვდა პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს და გაეცნო მათ ინიციატივებს, ასევე ისაუბრა ნიდერლანდების სამეფოს მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.  

აკადემიის მონაწილეები მიიღო ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც გაუზიარა ხედვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. ელჩმა ახალგაზრდები მიიწვია 9 მაისს თბილისში დაგეგმილ „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

ახალგაზრდებისათვის ონლაინ ლექციებისა და სამდღიანი ვორკშოპის ჩატარება შესაძლებელი გახდა პროექტის „არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ახალგაზრდებისთვის ადამიანის უფლებების აკადემია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის დასკვნით ეტაპზე, „უფლებები საქართველო“ გასცემს მცირე გრანტებს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების მიერ შემუშავებული ინიციატივების განსახორციელებლად. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!