შესვლა

ევროსასამართლომ ლონდა თოლორაიას საქმე დააკომუნიცირა

10 თებერვალი, 2025

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 22 იანვარს კომუნიცირება მოახდინა საქმეზე „ლონდა თოლორაია საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადის N33053/22), რომელიც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა

ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ ლონდა თოლორაიას განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში 2022 წლის 30 ივნისს გაგზავნა. 

ლონდა თოლორაიას, რომელიც 2019 წლის 11 ივნისს დაინიშნა სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ვადაზე ადრე შეუწყდა მინიჭებული მანდატი. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ლონდა თოლორაია დავობს, რომ მის მიმართ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს (მუხლი 6), პირადი ცხოვრების დაცულობის (მუხლი 8) და ქმედითი სამართლებრივი დაცვის (მუხლი 13) უფლებები.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!