შესვლა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

9 იანვარი, 2025

ვგმობთ ბოლო კვირების განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს.

გაყალბებულ არჩევნებსა და 2024 წლის 28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა უპრეცედენტო სახალხო პროტესტი, რომელსაც შეუერთდნენ საჯარო მოხელეებიც.

ათასობით საჯარო მოხელე ღია განცხადებებით თუ პეტიციებზე ხელმოწერით გაემიჯნა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. მათ დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი განხორციელებული ძალადობა და დაადასტურეს ერთგულება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ამის საპასუხოდ, დაჩქარებული წესით და სიღრმისეული განხილვის გარეშე, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად გაუარესდა საჯარო მოხელეების პროფესიული დაცვის მექანიზმები. აღნიშნულმა ცვლილებებმა გზა გაუხსნა რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას საჯარო მოხელეების მიმართ.

ამის შედეგად უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ათეულობით საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან. საჯარო მოხელეები, რომლებიც ითხოვდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას, თავად გახდნენ მსხვერპლნი კონსტიტუციის დარღვევისა, შეეზღუდათ რა გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ მტკიცედ დადგნენ საჯარო მოხელეების გვერდით, დაგმონ ქართული ოცნების რეპრესიული ნაბიჯები და გაზარდონ ზეწოლა მათზე, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს საჯარო მოხელეების უკანონო პოლიტიკური დევნა, მუქარა და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.

ხელმომწერები

 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!