შესვლა

თიანეთში ქმრის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 25 წლის ქალის საქმეში „უფლებები საქართველო“ ჩაერთო

27 დეკემბერი, 2024

2024 წლის 13 ნოემბერს თიანეთში,  სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლს სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.  

25 წლის ქალი უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ერთი თვის განმავლობაში კრიტიკული იყო. 10 დეკემბერს ახალგაზრდა ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. 

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. თუმცა, თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ ამ მუხლით გამოძიების დაწყება არასწორი იყო. 28 ნოემბერს საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება გაგრძელდა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. 10 დეკემბერს, ქალის გარდაცვალების შემდეგ, მოძალადეს ბრალი დამამძიემებელ გარემობებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის წარედგინა.

„უფლებები საქართველოს“ საქმეში 26 დეკემბერიდან, გარდაცვლილის დედის მიერ მომართვის შემდეგ ჩაერთო. 27 დეკემბერს  მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, გარდაცვლილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!