შესვლა

ევროსასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ აფხაზეთში ეფექტიან კონტროლს რუსეთი ახორციელებს

24 დეკემბერი, 2024

2024 წლის 17 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ. საქმე ეხებოდა ექვს პირს, რომლებსაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე შეზღუდული ჰქონდათ წვდომა საკუთარ სახლებსა და ქონებაზე.

ევროსასამართლოში საქმე „უფლებები საქართველომ“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) 2004 წელს გააგზავნა. განმცხადებელების ინტერესებს ევროსასამართლოში ორგანიზაციის იურისტები პავლე ბერია, ნათია კაციტაძე და ვახტანგ ვახტანგიძე წარმოადგენდნენ. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე, რომელმაც ვერ უზრუნველყო მოსარჩელეების საკუთრების უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი სრულად პასუხისმგებლად ცნო საკუთრების უფლებების დარღვევებზე აფხაზეთში. ამგვარად, სასამართლომ დაადგინა  ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლისა (საკუთრების დაცვა) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) დარღვევა.

სასამართლომ რუსეთს დაავალა კომპენსაციის გადახდა მოსარჩელეებისთვის: €25,000 ერთ განმცხადებელს და €35,000 – ოთხ სხვას ინდივიდუალურად, მატერიალური და არამატერიალური ზიანისთვის. გარდა ამისა, €18,000 გადაეცათ განმცხადებლებს სასამართლო ხარჯების უზრუნველსაყოფად. 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთზე საქართველოს ხელისუფლებას 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეფექტური კონტროლი არ აქვს რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ჩარევის გამო. თუმცა, სასამართლომ აღნიშნა საქართველოს ძალისხმევა, დაეცვა თავისი მოქალაქეების ქონებრივი უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია მის ფაქტობრივ კონტროლს მიღმაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე და იმ გამოწვევებს, რასაც დევნილი პირები საკუთარი ქონებრივი უფლებების აღდგენის მცდელობისას აწყდებიან.

 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!