შესვლა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ მოქალაქეთა უფლებების დაცვას

10 მაისი, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელს ყოველდღიურად ათობით პირი უკავშირდება სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით. ამ ეტაპზე ადვოკატები აგრძელებენ აპრილი-მაისის პერიოდში ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების უფლებების დაცვას.

ბოლო დღეებში ვიღებთ შეტყობინებებს იმის თაობაზე, რომ მშვიდობიან აქციის დემონსტრანტებს აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე (ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული) და 150-ე მუხლების (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება) საფუძველზე.

ამასთან, 2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით. ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. ასევე, ზარები შინაარსი შესაძლოა შეიცავდეს იძულებისა ან/და დევნის დანაშაულის ნიშნებს.

მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს, რომლებიც გადაწყვეტთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მიმართოთ განცხადებით/საჩივრით შესაბამის უწყებას, გიზიარებთ ზემოთ მითითებულ საკითხებზე მომზადებულ განცხადების/საჩივრების ნიმუშებს.

შენი უფლებების დაცვისთვის, შესაბამისი უწყებისთვის მიმართვისას შეგიძლია გამოიყენო შემდეგი შაბლონები:

1. თუ დაკავებისას ჩამორთმეული პირადი ნივთების დაბრუნება გსურს - განცხადება დაკავებისას ჩამორთმეული პირადი ნივთების დაბრუნების საკითხზე

2. თუ მიიღე საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვით, ცნობილი ხარ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით და გსურს გასაჩივრება -  საჩივარი (125-ე მუხლი, გზის გადაკეტვა)

3. თუ მიიღე საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვით, ცნობილი ხარ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით და გსურს გასაჩივრება - საჩივარი (150-ე მუხლი, იერსახის დამახინჯება)

4. თუ შენი პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებაზე გაქვს ინფორმაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეგიძლია შემდეგი განცხადებით მიმართო - განცხადება პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების საკითხზე

5. თუ სატელეფონო ზარის მეშვეობით განხორციელდა მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და თქვენი დევნა/ შევიწროვება ხდება აზრის გამო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეგიძლია შემდეგი განცხადებით მიმართო - განცხადება (სპეციალური საგამოძიებო სამსახური)

6. თუ სატელეფონო ზარის მეშვეობით ან სხვა სახით განხორციელდა მუქარა, გენერალურ პროკურატურას შეგიძლია შემდეგი განცხადებით მიმართო - განცხადება (გენერალური პროკურატურა)

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!