სოფელ წირქვალის სკოლაში გენდერული თანასწორობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

4 მარტს, „უფლებები საქართველოს“ ჭიათურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტმა, თამარ ჯოხაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უფროსკლასელი მოსწავლეები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში იურისტმა, თამარ ჯოხაძემ, მონაწილეებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მექანიზმები გააცნო.
საუბარი შეეხებოდა ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, სექსუალურ შევიწროებას და ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „უფლებები საქართველოს“ და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირისა და ASB საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით.