შესვლა

ცაგერში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

13 ივლისი, 2023

13 ივლისს, „უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტმა ანა ჯელაძემ, ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალასა და ქვედა ცაგერის საჯარო სკოლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრას ესწრებოდა 50-მდე მონაწილე, მათ შორის - სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები. 

მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ რეგიონში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება სამსახურებრივ ადგილზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მიდგომების შემთხვევებზე და ამ კუთხით სათანადო ინფორმაციის არქონის პრობლემაზე. ისაუბრეს გენდერული უთანასწორობის მიზეზებზე, მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებზე, ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 

მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ეკონომიკური გაძლიერების  კუთხით თავიანთ რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა კი მათ ინფორმაცია მიაწოდა გამოცხადებული კონკურსის  შესახებ და ფინანსური დახმარებების მიღების სხვა გზებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამართლებრივი ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე და ანა ჯელაძემ მონაწილეებს ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის საქმიანობა და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო. 

შეხვედრა გაიმართა პროექტის - „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „უფლებები საქართველოს“ და კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით.

„უფლებები საქართველოს“ უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრები თბილისში, ამბროლაურში, ჭიათურასა და თელავში ფუნქციონირებენ და სამართლებრივ კონსულტაციას უწევენ ნებისმიერ პირს, ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესებს კი წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებსა ანდა სასამართლოში. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!