შესვლა

"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №12

15 ნოემბერი, 2022

ყალბი ფეისბუკ ექაუნთები კვლავაც აქტიურად გამოიყენება საქართველოში რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად. ამის ერთ-ერთი მაგალითია ფეისბუკ ექაუნთი, სახელწოდებით “შიინ ევროპისკენ”. 

აღნიშნული ექაუნთის სიყალბე და  პროპაგანდისტული მიზნები მის სახელწოდებაშივე ჩანს. იგი დამახინჯებული ფორმით იმეორებს საქართველოში არსებული სამოქალაქო მოძრაობის “შინ ევროპისკენ” სახელწოდებას, რომლის ორგანიზებითაც მიმდინარე წლის ივნისში თბილისში მრავალათასიანი პროევროპული შეკრებები გაიმართა. პროფილის ფოტოზე კი გამოყენებულია ევროკავშირის დროშის ელემენტები, რომელზეც ინგლისურ ენაზე შესრულებული გინებაა დატანილი.

ამ ექაუნთის რეალური მფლობელის დადგენა, ფეისბუკზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ვერ ხერხდება. მისი საჯარო პოსტები მხოლოდ 2022 წლის ოქტომბრიდან იძებნება. ექაუნთს ამ დროისათვის ათასამდე მეგობარი და 30-მდე მიმდევარი ჰყავს, მათ შორის არიან “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული მომხმარებლები, სასულიერო პირები და სხვები. თავად ამ ექაუნთის მფლობელსაც მოწონებული აქვს “ალტ-ინფოს” და “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერების, მათ შორის, კონსტანტინე მორგოშიას და გიორგი ქარდავას ფეისბუკ გვერდები, ასევე ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი. დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის გვერდი.

“შიინ ევროპისკენ” ძირითადად ავრცელებს ვიდეოებს და ფოტოებს, რომლებზეც ასახულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული პრაიდები, ასევე ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირები, და ამერიკელი, ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსები. მასალის შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ექაუნთი ხელს უწყობს ჰომოფობიის გაღვივებას და პირდაპირ ემსახურება საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას. 

აღნიშნული ყალბი ექაუნთი ავრცელებს შემდეგ დეზინფორმაციულ ნარატივებს: “ევროკავშირი ებრძვის ტრადიციულ ღირებულებებს”, “ევროპა გარყვნილია”,
“დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა” და ა.შ. ამ გზით ექაუნთის მფლობელი ცდილობს საქართველოში პროევროპული სამოქალაქო მოძრაობის დისკრედიტირებას, ასევე ევროკავშირის და, ზოგადად, დასავლეთის მიმართ საზოგადოებაში სიძულვილის დათესვას და გაძლიერებას.

მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტ მომხმარებლები პასუხისმგებლობით მოეკიდონ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას და საზიანო, პროპაგანდისტულ მასალებს; არ შეუწყონ ხელი მათ გავრცელებას, ასევე, დაარეპორტონ დეზინფორმაციის გამავრცელებელი გვერდები/ექაუნთები და მათი პოსტები. 

(შენიშვნა: ჩვენ შეგნებულად არ მივუთითეთ “შიინ ევროპისკენ” ფეისბუკ ექაუნთის, აგრეთვე იქ განთავსებული პოსტების ბმულები, რათა ხელი არ შევუწყოთ ინტერნეტ სივრცეში მათ შემდგომ გავრცელებას).

***

მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
 
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!