შესვლა

ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საკითხზე ტრენინგი გაიმართა

18 ოქტომბერი, 2022

„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, დღეს, ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საკითხზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა, რომელსაც სხავადასხვა რეგიონში მცხოვრები სტუდენტები, იურისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ტრენინგს მედიამკვლევარი, ნინო ნარიმანიშვილი, უძღვებოდა. მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ინფორმაციის მოხმარება საქართველოში, დეზინფორმაციის სახეები, სათაურების მნიშვნელობა, ფარული ვებგვერდები და მათი დღის წესრიგი, ფოტომანიპულაციები და სხვა.  თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს. 

ტრენინგი გაიმართა პროექტის - „ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებთან ბრძოლა“ - ფარგლებში, რომელიც ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!