„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელმა“ სამუშაო შეხვედრა გამართა

29-30 ოქტომბერს, „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის“ წევრი ორგანიზაციები ქსელის შემდგომ განვითარებაზე სამსჯელოდ საგურამოში, სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. შეხვედრა ჩატარდა IOM-ის EMERGE პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ქსელის შემდგომი ინსტიტუციური განვითარების, კოორდინაციის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საკითხები.
„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ 2021 წლის ნოემბერში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით დააფუძნა.
ქსელის წევრებს შორის არიან: „უფლებები საქართველო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“, „საქართველოს კარიტასი“, „მიგრაციის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, ასოციაცია „მერკური“, „Tok-TV“ და „აფხაზინტერკონტი“.
ქსელის საქმიანობას კოორდინაციას „უფლებები საქართველო“ უწევს.