შესვლა

„უფლებები საქართველო“ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ახალ პროექტს იწყებს

16 აგვისტო, 2022

„უფლებები საქართველო“ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ახალ პროექტს იწყებს. 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის მთავარი ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან გავრცელებული ანტიევროპული დეზინფორმაციული ნარატივების გაბათილებისა და ახალგაზრდებში ყალბი ინფორმაციის ამოცნობის უნარ-ჩვევების გაძლიერების გზით.

პროექტის ფარგლებში ყოველკვირეულად მოხდება დეზინფორმაციული ნარატივების იდენტიფიცირება და დეკონსტრუქცია; ჩატარდება ტრენინგები. გარდა ამისა, „უფლებები საქართველო“ უფასო სამართლებრივ დახმარებას შესთავაზებს ულტრამემარჯვენე ნარატივებით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლებს.

პროექტი ხორციელდება „რეგიონული COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც AFEW International-ი, ორგანიზაცია People in Need-თან და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!