შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ყოფილმა ლექტორმა, რომელიც თსუ-ს დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, უნივერსიტეტის წინააღმდეგ დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

28 ივლისი, 2022

2022 წლის 26 ივლისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ (მომხსენებელი მოსამართლე ოთარ სიჭინავა) ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ დაადასტურა, რომ თსუ, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვის გამო, ლექტორს - დავით ნიჟარაძეს დისკრიმინაციულად მოეპყრო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნივერსიტეტს ლექტორის სასარგებლოდ, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 4350 ლარის გადახდა დააკისრა.

დავით ნიჟარაძე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ლექციებს წლების განმავლობაში კითხულობდა და ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებებს ღიად გამოთქვამდა. საკუთარი შეხედეულებების ღიად დაფიქსირების გამო, ფაკულტეტის ადმინისტრაცია კრიტიკულად განწყობილ ლექტორს დისკრიმინაციულად მოეპყრო, რის გამოც მან ვერ შეძლო აკადემიური თანამდებობის დაკავება. მოგვიანებით კი, ფაკულტეტის დეკანმა მასთან, როგორც მოწვეულ ლექტორებთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაც არ ისურვა.

,,უფლებები საქართველომ“  თბილისის საქალაქო სასამართლოში თსუ-ს წინააღმდეგ სარჩელი 2020 წლის ივლისში შეიტანა. აღნიშნული სარჩელი, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, ეყრდნობოდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2020 წლის თებერვალში გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენმა თსუ-ს მხრიდან კრიტიკულად განწყობილი ლექტორის მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

„უფლებები საქართველო“ დავით ნიჟარაძის ინტერესებს ორივე ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!