„უფლებები საქართველომ“ საერთაშორისო დაცვის საკითხებზე უკრაინის მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა
21 ივლისი, 202221 ივლისს, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ორგანიზაცია World Vision-ში ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში, უკრაინის მოქალაქეები გაეცნენ თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე - თავშესაფრის მინიჭების პროცედურას და მასთან დაკავშირებული სასამართლო განხილვის სპეციფიკას. გარდა ამისა, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციაც გაუწიეს.
მსგავსი შეხვედრა World Vision-ში 14 ივლისსაც გაიმართა.
უკრაინის მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა პროექტის -„ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, 2019 წლიდან ახორციელებს.