გურჯაანსა და ყვარელში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
11 ივლისი, 202211 ივლისს, „უფლებები საქართველოს“ თელავის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტებმა გურჯაანსა და ყვარელში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრების ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამართლებრივი დახმარების ცენტრის საქმიანობა და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს.
შეხვედრები გაიმართა პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „უფლებები საქართველოს“ და კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით.