ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
13 ივლისი, 202213 ივლისს, „უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტმა, ანა ჯელაძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე, გიორგი ნოდარიშვილი, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი.
„უფლებები საქართველოს“ იურისტმა შეხვედრის მონაწილეებს ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის საქმიანობა და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული მომსახურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „უფლებები საქართველოს“ და კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით.