შესვლა

„უფლებები საქართველოს“ და იურიდიული დახმარების სამსახურის  იურისტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს 

12 ივლისი, 2022

„უფლებები საქართველოს“ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებმა, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, 12 ივლისს, სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში ჩატარდა.

შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ მკვლევარმა, ლადო ნაფეტვარიძემ ისაუბრა წარმოშობის ქვეყნის შესახებ კვლევის მახასიათებლების, მათ შორის, კვლევის პრინციპების, სტანდარტების, მეთოდების და შეზღუდვების შესახებ. გარდა ამისა, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების და მათი ამსახველი ანგარიშების შესახებ. 

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაფინანსებით ახორციელებს.

წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის მკტიცებულებას, რომელზე დაყრდნობითაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისათვის საქართველოში ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან უარის შესახებ. 

„უფლებები საქართველოს“ შექმნილი აქვს სპეციალური პორტალი, რომლის მეშვეობითაც ლტოლვილთა საქმეებზე მომუშავე სპეციალისტებს, ასევე მკვლევარებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იურისტებს, მოსამართლეებსა და თავშესაფრის პროცედურაში ჩართული მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია წარმოშობის ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების შესახებ. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!