„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ სამუშაო შეხვედრას მართავს
10 ივნისი, 20229-11 ივნისს, „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის“ წევრი ორგანიზაციები ქსელის შემდგომი განვითარებაზე სამსჯელოდ ბორჯომში, სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. შეხვედრა ტარდება IOM-ის EMERGE პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ ქსელის შემდგომი განვითარების, კოორდინაციის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, ხილვადობის და კომუნიკაციის, ასევე ერთობლივ პროექტებსა და ფონდების მოძიების საკითხებს.
„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ გასული 2021 წლის ნოემბერში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით დააფუძნა.
ქსელის წევრებს შორის არიან: „უფლებები საქართველო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“, „საქართველოს კარიტასი“, „მიგრაციის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, ასოციაცია „მერკური“, „Tok-TV“ და „აფხაზინტერკონტი“.
ქსელის საქმიანობას კოორდინაციას „უფლებები საქართველო“ უწევს.