„უფლებები საქართველომ“ ყაზახ უფლებადამცველებს უმასპინძლა

„უფლებები საქართველომ“, დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, ყაზახური უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის “Wings of Liberty”-ს (Еркіндік қанаты) დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო მკერვალიშვილმა და პროექტის კოორდინატორმა მარიამ მხატვარმა ყაზახ კოლეგებს ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებები გააცნეს.
ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებზე, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, შეკრება-მანიფესტაციის დროს აქტივისტებისა და მედიაქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, ასევე თავშესაფრის მაძიებლებისა და მიგრანტების უფლებების დაცვაზე.
“Wings of Liberty” 2015 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ყაზახეთში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებას.