შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ქალი განაცდურის სახით 8750 ლარს მიიღებს

4 აპრილი, 2022

„უფლებები საქართველოს“ იურისტის, ანნა თვარაძის, დახმარებით, „ლიბერთი ბანკიდან“ უკანონოდ გათავისუფლებული ს.ლ. განაცდურის სახით 8750 ლარს მიიღებს.

ს.ლ. სამსახურიდან დაითხოვეს 2018 წელს. ის იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. სამსახურში გამოცხადების პირველივე დღეს კი, სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა მას განუმარტა, რომ, შვებულების პერიოდში ბანკში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, მისი თანამდებობა გაუქმდა. 

ს. ლ.-მ, „უფლებები საქართველოს” მხარდაჭერით, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

„ლიბერთი ბანკთან“ სამართლებრივი დავა სამ წელიწადს გაგრძელდა. თავის გადაწყვეტილებაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ განმარტა, რომ დეკრეტული შვებულების მიმდინარეობისას მოსარჩელის გათავისუფლებით, დამსაქმებელმა კომპანიამ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის კოდექსით დასაქმებულისთვის გარანტირებული უფლებები. 

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და „ლიბერთი ბანკს“ მოსარჩლის მიმართ დაევალა 10 თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 8750 ლარის ოდენობით.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!