შესვლა

„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობს

17 მარტი, 2022

„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის“ წევრმა ორგანიზაციებმა 17 მარტს ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც კოორდინაციის და ქსელი განვითარების საკითხები განიხილეს. 

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ქსელის ხილვადობის გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ფონდების მოძიების საკითხებზე, ასევე მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობაზე. 

„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ გასული წლის ნოემბერში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით დააფუძნა

ქსელის წევრებს შორის არიან: „უფლებები საქართველო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“, „საქართველოს კარიტასი“, „მიგრაციის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, ასოციაცია „მერკური“, „Tok-TV“ და „აფხაზინტერკონტი“.

ქსელის საქმიანობას კოორდინაციას „უფლებები საქართველო“ უწევს. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!