შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგო

2 დეკემბერი, 2021

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგო. 

ბენეფიციარს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, იმ მოტივით, რომ პირის საქართველოში ყოფნა ზიანს მიაყენებდა საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებს. 

2021 წლის 1 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „უფლებები საქართველოს“ სარჩელი. სასამართლომ ბათილად ცნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და დაავალა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გამოცემა ბენეფიციარის სახელზე. 

„უფლებები საქართველომ“ ბენეფიციარი წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში IOM-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქსელის შექმნა მიგრაციის საკითხების გადასაჭრელად და საქართველოში მცხოვრები მიგრანტების სამართლებრივი დახმარება“- ფარგლებში. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!