შესვლა

ბორჯომში მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის სტრატეგიული შეხვედრა გაიმართა

9 ოქტომბერი, 2021

8-9 ოქტომბერს, ბორჯომში, ჩატარდა მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის სტრატეგიული შეხვედრა, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), „უფლებები საქართველოს“ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიგრაციის  საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის მექანიზმებზე და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომლითაც ქსელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრა. 

მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დაიწყოს თემატური თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ქსელის წევრები იმუშავებენ საქართველოში მიგრაციის საკითხების გარშემო არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრაზე, მათ შორის, ერთობლივი კვლევების, რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო წინადადებების შემუშავების, აგრეთვე - მიგრაციის საკითხების ადვოკატირებისა და ლობირების გზით.

სტრატეგიული შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქსელის შექმნა მიგრაციის საკითხების გადასაჭრელად და საქართველოში მცხოვრები მიგრანტების სამართლებრივი დახმარება“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით ახორციელებს. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!