„უფლებები საქართველომ“ სტუდენტებისთვის საჯარო დისკუსია გამართა

„უფლებები საქართველო“ შეუერთდა ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს და, თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით, 4 დეკემბერს, სტუდენტებისათვის გამართა საჯარო დისკუსია, თემაზე - ,,ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა".
ონლაინ დისკუსიის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა, მარიამ მხატვარმა ისაუბრა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით მიმდინარე გამოხატვის თავისუფლების დაცვის პროექტის პრიორიტეტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის საუნივერსიტეტოს კურსზე, რომლის დანერგვაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება.
„უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, ნანა მჭედლიძემ სტუდენტებს გააცნო გამოხატვის თავისუფლების დაცვის მარეგულირებელი ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს სტანდარტების ჭრილში. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.
ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 3-10 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით იმართება და მასში 11 უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მონაწილეობს.