ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საკითხზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა

„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, დღეს, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საკითხზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა, რომელსაც სხვადახვა უნივერსიტეტის იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტები, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტები დაესწრნენ.
ტრენინგს მედიამკვლევარი, ნინო ნარიმანიშვილი, უძღვებოდა. მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ინფორმაციის მოხმარება საქართველოში, დეზინფორმაციის სახეები, სათაურების მნიშვნელობა, ფარული ვებგვერდები და მათი დღის წესრიგი, ფოტომანიპულაციები და სხვა. თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს.
ონლაინ ტრენინგი გაიმართა პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.